Monday, March 28, 2011

სამკუთხედების მსგავსების გამოყენება პრაქტიკაში



1.     პროექტის სახელი: როგორ გამოვიყენოთ სამკუთხედების მსგავსების ნიშნები პრაქტიკაში?
2.     პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იყენებენ სამკუთხედების მსგაბსების ნიშნებს რეალურ ვითარებაში, პრაქტიკაში.
3.     პროექტის სრული აღწერა: სასწავლო პროექტში ჩართული იქნება მოსწავლეტა ჯგუფი, რომელთაც ევალებათ სკოლის შენობის სიმაღლის და მდინარის სიგანის დადგენა ისე რომ მდინარის მეორე მხარს არ გადავიდნენ
აღნიშნული დავალების შესასრულებლად მოსწავლეები მოიძიებენ საწირო ინფორმაციას და რესურსებს (რვეული, საწრი კალამი, ფოტო აპრატი, კუთხის მზომი, სახაზავი(მ), ტრანსპორტირი)რაც საჭიროა პროექტის რეალური განხორციელებისათვის. მოსწვლეთა ჯგუფი გადის მითითებულ ადგილზე და ატარებენ შესაბამის გაზომვებს და აფიქსირებენ ჩანაწწრების სახით.
შემდეგ პრეზენტატორო მოახდენს შესრულებული მოქმედებების და მიღებული შედეგების პრეზენტაციას.
4.     მონაწილეთა ასაკი /კლასი: 14 წელი/ მე-9 კლასი
5.     ვადები/ ხანგრძლივობა: ერთი კვირა
6.     პროექტის შესაზლო აქტივობები კლასში: მოსწავლეებმა თეორიულად გაანალიზონ გაზომვების ჩატარების პროცესი და გეგმის სახით შეადგინონ მათი მოქმედებების თანმიმდევრობა მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია და მასალები(ინტერნეტში).
7.     მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები უკეთ შეისწავლიან სამკუთხედების მსგავსების გამოყენებას პრაქტიკაში. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას. ურთიერთ თანამშრომლობს გახდებიან  უფრო კომუნიკაბელურები. ჩატარებული გაზომვები და მათი მოქმედების შედეგები განთავსდება ბლოგში.
8.     სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან სამკუთხედების მსგავსების ნიშნების გამოყენებით მხარეს.
9.     სამუშაო ენა: ქართული
10.            საგანთან/ესგ  კავშირი: მატემატიკა. მე-9.8. იმ საგნის სიმაღლის გაზომვა როლის ფუძე მიუდგომელია, მიუდგეომელ წერტლამდე მანძილის გამოთვლა
11.            პროექტის ფასილიტატორი: ნანა ბარბაქაძე
12.            პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: nanabarbaqadze777@gmail.com

Wednesday, March 16, 2011

მათემატიკის მოყვარულთათვის

   მათმატიკას, მსგავსად ფერწერისა და მუსიკისა თავისი სილამაზე აქვს.
ნიკოლაი ჟუკოვსკი